Exclusive: Eve Pearl
Exclusive
Eve Pearl
Makeup Artist of The Stars
დიდი ხანია მინდა დავწერო ჩემს უფროს მეგობარზე, ქალზე, რომელიც განუწყვეტელ შემოქმედებაშია. მისი სახელი ამერიკაში უკვე დიდი ხანია კარგადაა ცნობილი, თავისი პროფესიული საქმიანობით. როცა დაუკავშირდი და ვთხოვე რომ მინდოდა გამეკეთებინა ინტერვიუ ქართული ჟურნალისთვის, ძალიან დაკავებული რეჟიმის მიუხედავად სიამოვნებით დამთანხმდა.
Eve Pearl-ი საქართველოდან წასული ემიგრანტი ამერიკაში, ერთ-ერთი წარმატებული Makeup Artist-ია მსოფლიო მაშტაბით. მიღებული აქვს ხუთი Emmy-ის ჯილდო. გაუჩერებლად აგრძელებს ნაყოფიერ შრომას და გავლენას ახდენს ბევრ დამწყებ, თუ უკვე გამოცდილ პროფესიონალებზე თავისი შთაგონების, სწავლების, 20 წლის პროფესიონალიზმის თუ უბრალოდ უშუალო ხასიათის მეშვეობით.
მისი საავტორო წიგნი "Plastic surgery without surgery, The Miracle of Makeup Techniques" გახდა სილამაზის მოყვარულებისთვის საჭირო ნივთი. მისი საქმიანობა მოიცავს სატელევიზიო გადაცემებს NBS-ის "დღის შოუ", ABC-ის "The View', "დილა მშვიდობისა ამერიკა" და "აკადემიის დაჯილდოება", რომ ჩამოვთვალოთ რამოდენიმე. აგრეთვე ნამუშევარია ჯასტინ ტიმბერლეიკთან, პრეზიდენტ ობამასთან, მიშელ ობამასთან, კელი რიპა და ბარბარა ვალტერსთან, ეს სია კიდევ უფრო გრძელდება.
Eve Pearl-ი ხშირად ჩნდება სატელევიზიო გადაცემებში და ასწავლის ქალებს და არა მარტო მათ, თუ როგორ მიღწიონ სასურველ შედეგებს, მისი პროდუქციის საშუალებით. რაც შეიძლება სწრაფად და ადვილად. მისი კოსმეტიკა ყველანაირ კანს უხდება, განსაკუთრებით კი თუ სენსატიური კანი გაქვთ გირჩევთ სცადოთ კორეკტორები და ტონალურები.
ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა…. Sit back and enjoy…..
პატარებს ყოველთვის აქვთ იდეები რომ გაიზრდებიან რა უნდათ რომ აკეთონ დიდობაში, თქვენ რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით?
___Eve Pearl: ყოველთვის მაინტერესებდა სპორტი, ყველაფერს ვთამაშობდი, მინდოდა კალათბურთელი გამოვსულიყავი და მოვახერხე კიდეც სკოლის ბოლო წლებში, მაგრამ პროფესიონალურად ვეღარ გავაგრძელე რადგან სიმაღლე ხელს არ მიწყობდა…
რამდენი წლის იყავით როცა საქართველო დატოვთ?
___Eve Pearl: საქართველოდან 5 წლის წამოვედი.
როდის გააკეთეთ მაკიაჟი პირველად?
___Eve Pearl: პირველად მაკიაჟი სკოლაში გავაკეთე, ვსწავლობდი თეატრს, ვიყავი მიუზიკლებში და სპეკტაკლებში, მაგრამ ყოველთვის მეორე ხარისხოვან როლებში, ვინაიდან სიმღერა არც ისე კარგად მეხერხება. პერსონაჟებს ყოველთვის სჭირდებოდათ დახმარება თმის და მაკიაჟის მხრივ. არავინ იჩენდა ინიციატივას მათ დასახმარებლად. გადავწყვიტე რომ მე დავხმარებოდი. მალე, როგორც არაოფიციალური თმის და მაკიაჟის უფროსი გავხდი. არასოდეს მიფიქრია ამ პროფესიაზე სერიოზულად, იმიტომ რომ სკოლაშიც და შემდგომ კოლეჯშიც ბიზნესს და მარკეტინგს ვსწავლობი. მიუხედავად იმისა რომ სპორტი ძალიან მიყვარდა, ბიზნესი იყო ის რაცშიც მიდოდა ცოდნის მიღება როგორც ემიგრანტს ამერიკაში…
ვინ იყვნენ ის ადამიანები რომლებისგანაც ისწავლეთ მაკიაჟის გაკეთება?
___Eve Pearl: იმ დროისთვის ვერ ვხვდებოდი რამხელა ზეგავლენას ახდენდა დედაჩემი (რივა ფიჩხაძე), მაშინაც და ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. ამერიკაში ჩამოსული დედაჩემი მუშაობდა სალონში სტილისტად. 9 წლიდან მატარებდა ხოლმე სალონებში სადაც ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს მუშაობდა და მეც სკოლის შემდეგ იქ მივდიოდი. ვმუშაობდი ხან თავის დამბან გოგონად, ხან იატაკს ვწმენდდი და ხანაც სტილისტებს ვეხმარებოდი . მეც მინდოდა რომ ვიკენდებზე სახლში დავრჩენილიყავი, როგორც ჩემი მეგობრები, მეთამაშა ან ტელევიზორისთვის მეყურებინა მაგრამ, დედაჩემს უნდოდა რომ გვერდით ვყოლოდი. მაშინ ზუსტად ვიცოდი რომ თმის და მაკიაჟის ინდუსტრიაში ყოფნა არანაირად არ მინდოდა. არ მინდოდა იგივე მეკეთებინა რასაც ემიგრანტი დედაჩემი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მიმეღო განათლება, მქონოდა უნარი რომ მემუშავა ბიზნესის განხრით და მინდოდა ვყოფილიყავი კორპორატიული ამერიკის ნაწილი…
რა იყო პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი სამუშაო როგორც არტისტისთვის?
___Eve Pearl: უკვე 20 წლის ასაკში წარმატებული საქმიანი ქალი ვიყავი. დედაჩემს დაწყებული ქონდა მუშაობა ნიუ იორკის მეტროპილიტანის ოპერის სახლში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეატრია მსოფლიოში… ის იყო მთავარი Makeup Artist-ი და მოგვიანებით თმის და მაკიაჟის მთავარი არტისტი ამერიკის ბალეტის თეატრში, კერძოდ მიხეილ ბარიშნიკოვის ბალეტის კომპანიაში. 20 წლის განმავლობაში იმუშავა და 73 წლის ასაკში წამოვიდა თეატრიდან….ისევ აქედან დაიწყო ჩემი პირველი დასამახსოვრებელი სამუშაო, ეს იყო ალ პაჩინო სპექტაკლისთვის "სალომე".
დედაჩემმა დაარწმუნა პროდუსერები რომ მე ვიცოდი მაკიაჟის გაკეთება. (სინამდვილეში კი არ ვიცოდი) სულ რაღაც ერთი კვირა ჰქონდა რომ ესწავლებინა ჩემთვის… რომელიც არც ისე კარგად მიდიოდა, მაგრამ ისე მოხდა რომ მომცეს საქმე. დიახ, ეს იყო ჩემი პირველი მაკიაჟის "პროფესიულად" გაკეთება და ეს იყო ალ პაჩინოსთვის. ღმერთის წყალობით სამსახურიდან არ გამომიშვა. ამ საქმის შემდეგ ჩემი თავის მიმართ ნდობა ამიმაღლდა და გავწყვიტე რომ ამეღო გაკვეთილები ოპერის მაკიაჟის ხელმძღვანელისგან რომელთანაც შემდეგ დამხმარედ ვმუშაობდი… უხალისოდ…
როდის მიხვდით რომ მაკიაჟის ინდუსტრია იყო სადაც გინდოდათ ყოფილიყავით?
___Eve Pearl: ვიყავი მარტოხელა დედა. დღის განმავლობაში ვმუშოაბდი მდივნად, საღამოობით კი თეატრში ვიღებდი სამუშაოებს. ჩემი 5 წლის შვილი დამყავდა ჩემთან ერთად. შემდეგ, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და მალე მივხვდი რომ რაც კი გამოცდილება მივიღე უნარი მქონდა მემუშავა სწრაფად, შემეცვალა და შემექმნა ლამაზი სახეები. მივხვდი ეს რამხელა გავლენას ახდენდა ქალებზე და გადავწყვიტე უფრო შემოქმედებითად მივდგომოდი. განა მარტო მაკიაჟის კეთება, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო მინდოდა ვყოფილიყავი ამ საქმეში.
როგორც Makeup Artist-ს გიმუშავიათ და გიმოგზაურიათ ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
___Eve Pearl: საოცარია ეს ინდუსტრია. როგორც Makeup Artist-ს მიმუშავია პრეზიდენტებთან, სამეფო ქორწილებზე, ოლიმპიურ თამაშებზე, მუსიკოსებთან, სპორცმენებტან, მსახიობებთან მაგრამ, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი შემთხვევა როცა შევძელი ჩემი შვილის წაყვანა რომ შეხვედროდა "The Rock" (როკის) გადაეღო ფოტო და აეღო ავტოგრაფი. კიდევ Lady Gaga-ს გვერდით მუშაობა, როდესაც თავსხმა წვიმაში გამართა წარმოდგენა, შეუდარებელი იყო… მუშაობა სელმა ჰაიკთან და ანტონიო ბანდერასთან კანის ფესტივალზე. საუბრები ანჯელინა ჯოლისთან ერთმანეთის პრომებზე….(სკოლის გამოსაშვები საღამო)
რომელ წელს მიიღეთ თქვენი პირველი Emmy? გაგვიზიარეთ გამოცდილება.
___Eve Pearl: პირველად 2001 წელს მოვიგე, შემდეგ 2002, 2003, 2006 და 2007 წლებში. ნომინირებული ვიყავი 1999, 2000, 2004 და 2005 წლებში. პირველი ორი ნომინაციის წარუმატებლობის შემდეგ ჩემს მისიად დავსახე რომ მესამე წელს უნდა მომეგო. როდესაც ჩემმა ხედვამ და გეგმამ იმუშავა შეუდარებელი იყო. მთელი ჩემი ოჯახი დაესწრო. როგორც მაკიაჟის დეპარტამენტის უფროსმა მე მივიღე Emmy და წარმოვთქვი სამადლობელი სიტყვა "The View"-ს გუნდის სახელით (ყველამ ჩემს გუნდში მიიღო Emmy)
როგორია თქვენი მაკიაჟის სტილი?
___Eve Pearl: მიყვარს შევქმნა ისეთი წესები რომ გაუადვილო ქალებს მაკიაჟის გაკეთების პროცესი. მე არ ვცვლი ქალებს, პირიქით მინდა რომ გავდნენ თავის თავს. არა ტრენდული, გაზვიადებული არამედ ლამაზი, გლამორული, კლასიკური სილამაზე არის ის რასაც მე მომწონს და ვაკეთებ. მიყვარს როცა ვასწავლი ქალებს როგორ გააკეთონ იგივე, რაც შეიძლება ადვილად…
რამ გადაგაწყვეტინათ რომ გაგეკეთებინათ თქვენი საკუთარი ბრენდი? გვითხარით ამ გამოცდილების შესახებ?
___Eve Pearl: როცა ვმუშაობდი ტელევიზიაში შოუებისთვის ვაკეთებდი პატარა სეგმენტებს მაკიაჟის შესახებ. შემდეგ დავწერე წიგნი სადაც იყო ინფორმაცია თუ რას? როგორ და რისთვის ვიყენებდი. მინდოდა რომ ქალებს დავხმარებოდი. ამის შემდეგ დაინტერესება უფრო გაიზარდა და შევქმენი "სალმონის" ფერის კორეკტორი. ეს იყო პირველი პროდუქტი. შემდეგ ამას მოყვა სხვა და სხვა პროდუქციის შექმნა. მოგვიანებით კი ნიუ იორკის შუაგულში (2008 წელს) გავხსენი სტუდია სახელით "Eve Pearl."
თქვენი პირველი და ყველაზე ცნობილი პროდუკტია სალმონის კორეკტორი, რამ განაპირობა ამ პროდუკტის შექმნა?
___Eve Pearl: როდესაც ვმუშაობდი "The View"-ში მაკიაჟის დეპარტამენტის უფროსად მუშაობა მიწევდა ხუთ სხვადასხვა კანის ფერის ქალთან, ყველა სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა კანის პრობლემებით. შოუ პირდაპირ ეთერში გადიოდა და ზოგჯერ წამყვანები მოდიოდნენ დაგვიანებით, სულ რაღაც 10-15 წუთში უნდა გაგვეკეთებინა მთლიანად თმა და მაკიაჟი. საჭირო იყო მეპოვნა ისეთი გამოსავალი რომ ასეთ ცოტა დროში მიმეღწია იგივე შედეგისთვის. დავიწყე ფერების და პროდუქტების ერთმანეთში შერევა. დამატენიანებელ კრემს, კორეკტორს და ზოგჯერ სხვა ფერებსაც ურევდი ერთმანეთში, ეს ბევრ დროს და საფეხურებს ზოგავდა… აუცილებლად მზად უნდა ყოფილიყვნენ კამერისთვის დანიშნულ დროზე.
სალმონის კორეკტორი რომელსაც მოვარდისფრო ფერი აქვს ანეიტრალებს თვალის ქვემოთ სიშავეს და სილურჯეს, რომელსაც მოყვითალო კორეკტორები არ შველის. (უფრო მეტი ინფორმაცია www.EvePearl.com)
რით გამოირჩევა Eve Pearl სხვა სილამაზის ბრენდებისგან?
___Eve Pearl: Eve Pearl-ი პროდუქცია ადვილი გამოსავალია სილამაზისთვის, რომელიც გამდიდრებულია სახის მოვლის საშუალებებით.
როფორ აგრძელებთ გაიზარდოთ როგორც პროფესიონალი და არტისტი?
___Eve Pearl: ტექნოლოგია ევოლუციის ნაწილია, როგორც ბრენდი ჩვენ ყოველთვის ვითარდებით…
რას უნდა ველოდოთ "Eve Pearl"-ის ბრანდისგან მომდევნო სეზონებზე?
___Eve Pearl: EVE PEARL Beauty აგრძელებს განვითარებას. უფრო მეტად აქცენტს კანის მოვლის საშუალებებზე ვაკეთებთ. საცხები, კორეკტორები, ტონალურები და ახლა უკვე თვალის ჩრდილებიც კი გამდიდრებულია კანისათვის სასარგებლო პროდუქციით. უკვე წლების განმავლობაში ვიღებთ ჯილდოებს როგორც ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მქონე კოსმეტიკა (კორეკტორი, ტონალური)
და ბოლოს, როგორც ხუთი ემის ჯილდოს მფლობელი, წიგნის ავტორი, სილამაზის ექსპერტი და ქალი რა რჩევას მისცემდით პროფესიონალებს და უბრალოდ მაკიაჟის მოყვარულებს?
___Eve Pearl: ჩემი "Pearls of Wisdom" (ბრძნული მარგალიტები) იქნება ის რომ არასოდეს მისცეთ თავს შანსი შეფერხების, იცოდეთ რა გინდათ რომ აკეთოთ მთელი გულით. არ იცხოვროთ წარსულში (ის უკვა უკან დარჩა და მარტო ინერტულს გაგხდით). არ იცხოვროთ მომავალში (ჯერ არ იცით და გარანტია არ გაქვთ). იცხოვრეთ აწმყოთი, ახლა, და ეცადეთ რომ გამოსცადოთ ყველაფერი. აიღეთ ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობა რაც მოგეცემათ და არ შეგეშინდეთ. მე გამოვცადე ყველა შესაძლებლობა და გამოწვწვა, ვიყავი თუ არა ამისთვის მზად… ჩემმა კარგმა დამოკიდებულებამ და გამძლეობამ ყოველთვის მიშველა. ყოველთვის იყავით პროფესიონალი, თავის დროზე გამოცხადდით სამსახურში… ღიმილიანი სახით. კარიერის დასაწყისში ჩემი ხასიათის და განწყობის გამო ბევრ საქმეს ვიღებდი… ეს არის ის რასაც მე ვიყებენ ჩემს საქმიანობაში ახლაც… ყოველთვის ვიყვან ისეთ ხალხს რომლებსაც კარგი ხასიათი, პოზიტიური განწყობა, აქვს ენერგია და მზადაა მუშაობისათვის. არ არის საჭირო იყო "ზღაპრული", იმიტომ რომ ვერ შეინარჩუნებ. მაგრამ როცა შეგიძლია იყო კარგი ყოველთვის და (ზოგჯერ) კიდევ უფრო უკეთესი აუცილებლად იქნები წარმატებული. Good Luck!!!
Interview By Tamara Janeli
Professional Makeup Artist
New York City 2015
IG:Tamara Janeli
www.TamaraJaneli.com
E-mail:TamaraJaneliBlog.gmail.com
#Makeup #Beauty #fashion #lifestyle #celebrity #professionals