top of page

Summer, Sea, Sun and Makeup

ზაფხული, ზღვა, მზე და მაკიაჟი…

როდესაც მიდიხართ ზღვის სანაპიროზე, ან თუნდაც საცურაო აუზზე გასარუჯად, მთლიანი სახის მაკიაჟი ნამდვილად არ არის სასურველი მაგრამ, საჭიროა გქონდეთ სწორი პროდუქცია და სახეს მისცეთ ნატურალური იერი და არა ისეთი რომ "ძალიან ეცადეთ."

პირველი რაც უმთავრესია ლამაზი რუჯისთვის და თქვენი კომფორტისთვის: მზისგან დამცავი ლოსიონი მთელი ტანისთვის და სახისთვის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ტიპის კანისათვის. ბევრი ადამიანი თვლის რომ თუ მზე მათ კანს არ წვავს და უფრო კარგად ირუჯებიან არ არის საჭირო დამცავის გამოყენება, მაგრამ ყველამ უნდა იფიქროს იმაზე თუ რა ზიანს აყენებენ კანს, რომელიც შემდგომ წლებში აჩნდებათ.. ეს არა მარტო ზღვის სანაპიროზე არამედ ყოველდღიურად აუცილებელია.

რაც შეეხება მაკიაჟს: ტონალური უნდა იყოს ისეთი რომელიც მთელი დღე ძლებს სახეზე (long wearing) და შეიცავს მზისგან დამცავს. ჩემი რჩევა იქნება რომ ტონალური შეურიოთ თქვენს საყვარელ დამატენიანებელ კრემთან და წაისვათ სახეზე თითებით, (არა ფუნჯით) რომელიც სახეს მისცემს ნატურალურ იერს.

მასკარა აუცილებლად წყალ გამძლე, რომელიც მთელი დღე რჩება თვალზე და შესანიშნავად გამოიყურება ცურვის თუ უბრალოდ აქტიური დღის შემდეგ. ასევე თუ გინდათ რომ თვალს მეტი ხიბლი შემატოთ შეგიძლიათ წაისვათ თვალის ჩრდილები, კრემის და არა პუდრის სახით. ყოველთვის შეარჩიეთ ნატურალური ფერები, მაგალითად ღია ოქროსფერი რომელიც ძალიან ლამაზია ზღვის სანაპიროზე და ასევე გარუჯულ კანზე… სცადეთ Make up Forever-ის Aqua ხაზი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ცხელი ზაფხულის, ზღვის, აქტიური და ამასთანავე მაკიაჟის მოყვარული ქალებისთვის.

ბრონზერი - უნდა შეარჩიოთ ისეთი ფერი რომელიც თქვენს კანს ნატურალური რუჯის ფერს მისცემს და არა ისეთი რომელიც სტაფილოსფერს ან კიდევ ტალახის ფერს გაგხდით. შეურიეთ ბრონზერი თქვენს საყვარელ ჰაილაიტერთან და გადაისვით ღაწვებზე, საფეთქელის მიდამოებში, ცოტა ცხვირზე და ნიკაპზე. ძალიან მომხიბვლელია. სცადეთ "Master Hi-Lighting Bronzer" by Maybelline New York-ისგან, ულამაზესია.

რაც შეეხება ტუჩის საცხს: მოერიდეთ პიგმენტურ ფერებს (შეინახეთ საღამოს წვეულებისთვის) აუცილებელია წაისვათ ტუჩის დამატენიანებელი რომელიც შეიცავს მზისაგან დამცავს. შეგიძლიათ სცადოთ www.fresh.com რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საცხია.

სულ ეს არის რაც გჭირდებათ ლამაზი, მბზინავი, გარუჯული და არა ყოველდღიური მაკიაჟისათვის ზაფხულის ცხელ დღეებში. იმედია გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს, მოიმარაგებთ მზისაგან დამცავ კრემებს და იგრძნობთ თავს კომფორტულად თქვენს კანში.

With Love,

from New York City

Tamara Janeli

#summer #sea #sun #makeup #love #makeupartist #professional #beauty #fashion #advice

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page